ტაძარი არ უნდა გაივსოს, ასეთ შემთხვევაში მივიღებთ აფეთქებას - თეა წულუკიანი

0
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიაგნეს ოქროს შუალედს, მაგრამ ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა. წულუკიანის თქმით, მოქალაქეები აღდგომის დღესასწაულზე უნდა დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ ეკლესიაში წასვლისგან. მისივე განცხადებით, ხელისუფლება ტაძრებს ღიად ტოვებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მრევლი უნდა დარჩეს სახლში, მღვდელმსახურებმა კი უნდა აღავლინონ წირვა-ლოცვა. , , ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეკლესია, უბრალოდ, ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ღია ტაძარი ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო, ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ და თუკი იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე", - განაცხადა წულუკიანმა გადაცემა , , დღის ქრონიკაში”. მისივე თქმით, თავად ეკლესიაში წასვლას და წირვა-ლოცვაზე დასწრებას არ აპირებს.
#წულუკიანი
#აღდგომა
#ეკლესია
#მთავრობა
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0