გრაფინია მარია ფენესკოს სასახლე აჭარაში

0
დაბა მახინჯაურში შემაღლებულ ადგილზე, იქ სადაც ზღვის და მთის ხედი ერთმანეთზე ლამაზია ერთი კიდევ ულამაზესი მიტოვებული შენობაა.
გრაფინია მარია ფენესკო რუსეთის ბოლო იმპერატორის ნიკოლოზის აღმზრდელი იყო, მეფისგან საჩუქრად კი სააგარაკედ სასახლე და მიწა მიიღო. სასახლე მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა. მალევე დაკარგა ფუნქცია სასახლემ და მეორე მსოფლიო ომის დროს იქ განთავსდა ჰოსპიტალი. ომის შემდგომ კი მახინჯაურის ბავშთა სახლი იყო. ბოლო პერიოდში შენობა დაიკავეს აფხაზეთიდან დევნილებმა. 2006 წელს გამოასახლეს მოსახლეობა და შენობას დაცვა მიუჩინეს.
2012 წელს იმდენად დაზიანდა შენობა რომ დაცვაც მოხსნა სახელმწიფომ და 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ეწვიე აჭარას, ეწვიე მახინჯაურს.
#გააჟღერე
Feedc
0