დღეიდან, 17 აპრილიდან, საქართველოში სავალდებულო გახდა დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, სურსათის მაღაზიაში, ან აფთიაქში მოქალაქეები მხოლოდ პირბადით უნდა შევიდნენ.
კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების გამო მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ დაწესებული ამ ახალი მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს ეკისრებათ.
საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ან აკრძალვების დარღვევისთვის იურიდიული პირები 15 000 ლარით ჯარიმდებიან.