ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომშეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო.
შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.
. აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;
. საცურაო აუზების ძირითადი სათავსების შიდა დაგეგმვა იმგვარად რომ შეესაბამებოდესნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდებაფუნქციური სქემით - გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა;
. დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე;
. საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზებისაბაზანებში წყლის ცვლას.
წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის
აუზები:
. რეცირკულაციური ტიპის აუზები;
. გამდინარე ტიპის აუზები;
. წყლის პერიოდული ცვლის აუზები;
. ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის
საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის
საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლი.ბაანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ.
ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
რეკომენდაციები ვრცლად იხილეთბმულზე.