საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

0
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 77 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. დაინფიცირებულია 370 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558 პირი. გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
0