BBC: ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსურ მხარდაჭერას წყვეტს

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბიუჯეტში ამერიკული შენატანის გადახდა შეაჩერა. იგი თვლის, რომ კორონავირუსული პანდემიისას, ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ, სათანადოდ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნულისთვის „პასუხი უნდა აგოს“. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს, რომელსაც თავად აკრიტიკებენ დაგვიანებული რეაქციების გამო, უბრალოდ ცდილობს „განტევების ვაცის“ პოვნას და პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას. საინტერესოა ვინ არის მართალი? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დაგვიანებულ რეაქციაზე და დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში. მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ COVID-19-თან დაკავშირებით რეალური ფაქტები დამალა. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას შეატყობინა უჰანის პროვინციაში, გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიური დაავადების ზრდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია იმავე დღეს ჟენევაში (შვეიცარია) გადაიგზავნა, WHO-ს შტაბ-ბინაში. მომდევნო დღესვე, WHO-მ ექსპერტთა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლებმაც სიტუაციის მონიტორინგი დაიწყეს. სულ რაღაც 3 დღეში ორგანიზაციამ პირველადი ინფორმაცია გამოაქვეყნა უცნობი ვირუსის შესახებ, მის სოციალურ ქსელსა და საექსპერტო ჟურნალებში, ხოლო 10 იანვარს პირველი რეკომენდაცია გასცა სხვადასხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული დროისთვის WHO-ს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რომ უცნობი დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, როდესაც პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ექიმები გახდნენ შეუძლოდ. გარდა ამისა, ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში. ამის თაობაზე, გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა WHO-ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერქჰოვემ. აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს არანაირი წვდომა ჰქონდათ ჩინეთში, უჰანის პროვინციაში მყოფ დაავადებულებთან. 28 იანვარს, თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ღებრეისუსი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ცზიპინს და სთხოვა ნებართვა, ამ პროვინციაჩი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის თაობაზე, მაგრამ ნებართვა მხოლოდ 16 თებერვალს მიიღეს მათ. კრიტიკოსებისთვის მსჯელობის მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ ღებრეისუსი პოზიტიურად აფასებდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ, უცნობი ვირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. პოლიტიკოსები და დასავლელი ექსპერტები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ოფიციალური პეკინის მიერ, მსოფლიოსთვის მიწოდებული სტატისტიკისა და მონაცემების სისწორეს, რადგან დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდხანს მალავდა რეალურ სურათს ვირუსთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალიალური სტატისტიკა ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობასთნ შედარებით ეჭვს ბადებს, რადგან რიცხვები საკმაოდ დაბალი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურად $400-დან $500 მლნ-მდე შეაქვს, მაშინ როდესაც ჩინეთი მხოლოდ $40 მლნ-ით აფინანსებს. WHO-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ენტონი კოსტელოს განცხადებით, ამერიკული დაფინანსების გარეშე, ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება, რადგან ვერ შეძლებს სხვადასხვა სახელწმიფოებისთვის დროულ დახმარებას, ექიმთა გადამზადებას და ა.შ. „უამრავი ღარიბი სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ექნება საკმარისი ფინანსები, შესაძლოა კატასტროფა მოხდეს“, - განაცხადა კასტელომ. WHO-ს მიერ, თებერვლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. აღნიშნულის განსახორციელებლად კი $675 მლნ. იყო საჭირო. ტრამპის თქმით, ორგანიზაციისთვის დაფინანსება შეჩერდება მანამ, სანამ „კორონავირუსის გავრცელების“ საკითხზე WHO-ს რეალური როლი არ გახდება ცნობილი. ექსპერტთა ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი თქვას საზღვრების დახურვის რეკომენდაციაზე და ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვაზე. კოსტელოს მოსაზრებით გადაადგილების აკრძალვა არაეფექტურია და ძირითად, გადამწყვეტ როლს ადრეული ტესტირების გამოყენება ასრულებს, როგორც ეს სამხრეთ კორეაში განხორციელდა, როდესაც კვირაში 66 000 ტესტირება ხორციელდებოდა. ტრამპის განცხადების საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ ახლა არ არის სწორი დრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფინანსების შესამცირებლად. წყარო: Coronavirus: Trump accused WHO of concealing facts and supporting China. He's right? (15.04.2020), www.bbc.com
#coronavirus
#trump
#USA
#WHO
#headline
#stopcovid19
0