Leslie White about culturology

0
„ჩვენ შევეჩვიეთ აღტაცებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებით და ქედმაღლურ დამოკიდებულებას სოციალური მეცნიერებებისადმი, ამიტომ ბევრს, შეიძლება, უაზრობად მოეჩვენოს მტკიცება, რომ კულტურის, როგორც ცოდნის ცალკე დარგის გამოყოფა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. სრულიადაც არ ვაპირებთ, დავამციროთ ფიზიკის, ქიმიის, გენეტიკის ან მედიცინის უკანასკნელ წარმატებათა მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანის დანიშნულება დედამიწაზე არ დაიყვანება გალაქტიკების შესწავლამდე, ატომის გახლეჩასა თუ ახალი სასწაულმოქმედი პრეპარატის შექმნამდე. კულტურები, რომელთა ფარგლებში ცხოვრობს, სუნთქავს და მრავლდება ადამიანთა მოდგმა, გაცილებით მნიშვნელოვანია კაცობრიობის მომავლისათვის. და აი, ასტრონომიის, ფიზიკისა და ქიმიის რამდენიმე საუკუნოვანი, ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ათეულ წლოვანი განვითარების შემდეგ, მეცნიერებამ, როგორც იქნა, ყურადღება მიაპყრო იმას, რაც ყველაზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის სახესა და ქცევას – კულტურას. სიახლე მეცნიერებაში ნელა იკაფავს გზას. ამიტომ არაფერია საკვირველი იმაში, რომ მეცნიერების ახალი დარგის – კულტუროლოგიის – დამკვიდრებას მრავალი წინააღმდეგობა ხვდება. მაგრამ კულტურის, როგორც კვლევის ცალკე სფეროს აღმოჩენა ოდესმე უთუოდ დაიკავებს კუთვნილ ადგილს კოპერნიკის ჰელიოცენტრული თეორიისა და სიცოცხლის ყველა ფორმის უჯრედული საფუძვლის მიგნების გვერდით“
0