კითხვაზე, არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი, ტიკარაძე აცხადებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141745 ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვირუსის გადამტანი არიათუ არა ზიარების საერთო კოვზი, ამას "სამეცნიერო კვლევა" სჭირდება. ამის შესახებ მინისტრმა 16 აპრილს, ბათუმში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, მედიცინაში დასკვნების გაკეთება მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. „მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი უნდა იყოს ეს ყველაფერი. სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ. საჭიროა მეცნიერული კვლევა. თუკი ამ კვლევას ჩავატარებთ, შესაბამისად შემეძლება, გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0