ჩვენც გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები მაგრამ არცერთი ჩვენი ექიმი და მედპერსონალი არ ვკონტაქტობთ მათთან

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141750 ჩვენც გვიყვარს რა ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ არცერთი ჩვენი ექიმი და მედპერსონალი არ ვკონტაქტობთ ოჯახებთან იმიტომ, რომ გვინდა გადარჩნენ - ამის შესახებ განცხადება, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პირველი არხის ეთერში საუბრისას გააკეთა. "ჩვენც გვიყვარს რა ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ, სამწუხაროდ, დადგა მომენტი, რომ არცერთი ჩვენი ექიმი და მედპერსონალი არ ვკონტაქტობთ ოჯახებთან. იმიტომ კი არა, რომ არ გვიყვარს; იმიტომ, რომ გვინდა გადარჩნენ. ჩვენ ვართ მზად, რომ თქვენ მოგემსახუროთ, მაგრამ ერთი რამე [სოციალური დისტანცია] უნდა დავიცვათ. ვერ შევძლებთ ამ ყველაფერს ერთი მიზეზის გამო, ჩვენც ადამიანები ვართ." - აცხადებს რატიანი.
0