ყველა ქართველში არის უფალი, ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენ თვითონ ვიზეიმოთ ჩვენს გულში ეს დღესასწაული

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141751 ყველა ქართველში არის უფალი და ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ ვიზეიმოთ ჩვენს გულში ეს დღესასწაული და დავიცვათ ის, რაც დასაცავია - განაცხადა ტელეკომპანია პირველის ეთერში ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. , , აუცილებელია ჩვენ გავერთიანდეთ, ყველას გვაინტერესებდეს მხოლოდ ერთი რამ: როგორმე შევაჩეროთ ჩოვიდ-19 და ჩვენი პირადი სოციალური პასუხისმგებლობით ყველანი ჩართული ვიყოთ და ვებრძოლოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ ვართ იგივე საზოგადოება. ჩვენი შვილები ჩვენს გარეშე მეცადინეობენ, ჩვენს გარეშე არიან სახლში. ეკლესიაა, წირვა, თუ ლოცვა, ჩვენც იგივე მრევლი ვართ, მაზიარებლები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის ჩვენს გარეშე იმიტომ, რომ ვდგავართ ეპიდემიის ცენტრში და უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველამ ერთნაირად ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი. როგორ დავიცვათ თავი და ქვეყანა იმ რისკებისკან, რაც ძალიან ახლოს არის და არ არის გამორიცხული რომ ჩვენი საქციელით დავაჩქაროთ საკმაოდ ცუდი შედეგები. იქნებ არც არის ამდენჯერ გამეორება საჭირო. მართალია მსოფლიომ თავისი გამოცდილება დაგვანახა, მაგრამ ქართველი მაინც სხვაა. ყველა ქართველში არის უფალი და ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ ვიზეიმოთ ჩვენს გულში ეს დღესასწაული და დავიცვათ ის, რაც დასაცავია" განაცხადა სოლოღაშვილმა.
0