სად არის გამოსავალი? იმან უნდა ნახოს სიზმარი, რომ შუშის სასახლეს ვირუსები შემოსევია - გოცირიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141754 სად არის გამოსავალი? იმან უნდა ნახოს სიზმარი, რომ შუშის სასახლეს ვირუსები შემოსევია. დეზინფექციას უტარებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ - წერს სოციალურ ქსელში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “როგორი იყო ქრონოლოგია საგანგებო მდგომარეობის შემოღებიდან დღემდე: -გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა ყველასათვის, ნახევარ საათში აღმოჩნდა, რომ ეს არ ეხებოდა ეკლესიას და მის მრევლს, ოღონდ ყველა ეკლესიას კი არა, მხოლოდ ერთს, ”დედა ეკლესიას”. ამან გამოიწვია ფაქტობრივად ამ საგანგებო რეჟიმის ფიქციად გადაქცევა. -იძულებული გახდნენ შემოეღოთ კომენდანტის საათი. გააჩერეს ყველაფერი, რისი გაჩერებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. აღმოჩნდა, რომ არც ეს ეხებოდა ხელშეუხებლებს. -დაკეტეს ოთხი დიდი ქალაქი და სასაფლაოები, მაგრამ ეკლესიამ მაინც ვიზამთო და მრევლმა მაინც მივალთო. -ვერაფერსაც ვერ მიხვალთო და ტოტალურად აკრძალეს ავტომობილებით გადაადგილება. -ამ ჩემ ფეხებსო, მიიღებენ მალე პასუხად, ანუ ფეხებსაც ვერ მოგვჭამთო. სწორიც არიან. ერთს შეიძლება მოჭამო და ორს, მაგრამ ასი ათასს? არ გამოვა, ამიტომ ფეხებითაც კარგად მივლენ, უფრო მეტიც, იმ ფეხებით ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე აპირებენ დგომას. -შემდეგი ნაბიჯი იქნება ფეხით გადაადგილების აკრძალვა. ისევ ვერ აღასრულებენ, რადგან უკვე რამდენჯერმე აჩვენეს უსუსურობისა და ფარისევლობის მაგალითი. -სად არის გამოსავალი?: იმან უნდა ნახოს სიზმარი, რომ შუშის სასახლეს ვირუსები შემოსევია. დეზინფექციას უტარებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ. სპეციალური ხსნარის ნაცვლად აპარატიდან ცვივა ფულები. რომ გამოეღვიძება, უნდა მოუხმობს მენცარებს, რომლებიც აუხსნიან სიზმრის არსს. ისიც იტყვის, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ”ფული ჯოჯოხეთს ანათებსო”. სიმართლე გითხრათ, ამ ჰეფი ენდის იმედი არა მაქვს. ბოროტი ენები ამბობენ, იმ ბუნკერში მენცარებსაც კი არ უშვებენო, ტელეფონით სიზმრის ახსნა კი არ შეიძლება, პირადი კონტაქტია საჭირო. ახლა მხოლოდ სხვა სიზმარი თუ გვიშველის, სხვა სასახლეში შეიძლება რომ ნახონ ”- წერს რომან გოცირიძე,
0