ჩინეთში ამბობენ, რომ მონაცემები დააზუსტეს — უხანში 1290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ByOn.geGeorgia
0
ჩინეთის ქალაქი უხანი, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, აცხადებს, რომ ინფექციით გარდაცვლილთან მონაცემები დააზუსტეს და აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის შედეგად ქალაქში 1 290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ უხანში 3 869 ადამიანი გარდაიცვალა, კონტინენტურ ჩინეთში კი სულ — 4 636. ამასთან, რიცხვების დაზუსტების შემდეგ უხანში ინფიცირებულების რიცხვი 325-ით გაიზარდა და სულ 50 333 შეადგინა. ჯამში ჩინეთში ინფიცირების 83 753 შემთხვევაა დაფიქსირებული.
#news
#politics
#China
#Covid19
ByOn.geGeorgia
0