ჩინეთმა უნდა განმარტოს რა მოხდა და რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია დროულად-პომპეო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141758 ახალი კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ჩინეთმა მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა. მაიკ პომპეოს თქმით, ჩინეთმა უნდა განმარტოს რა მოხდა და რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია დროულად დანარჩენი მსოფლიოსთვის. სატელევიზიო ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა თქვა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლაბორატორია მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც ინფექციურ ნივთიერებებს აერთიანებდა. მანამდე შეერთებული შტატების დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლების განცხადებებიდან გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონმა კოვიდ 19-ის ჩინეთის ლაბორატორიაში შექმნის ვერსიის შესწავლა დაიწყო. ჩინეთის საგარეო უწყებაში თეორიას უკვე უწოდეს უსაფუძვლო.
0