ზუგდიდში ბაზარი დაიკეტა. მოვაჭრეების უკმაყოფილება და შექმნილი ხმაური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

0
ზუგდიდში ბაზარი დაიკეტა. მოვაჭრეების უკმაყოფილება და შექმნილი ხმაური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას მიღებული გადაწყვეტილებით, გუშინ ზუგდიდის ბაზარი დაიხურა. ბაზარში არსებული ზედამხედველობის სამსახურის მიუხედავად ვითარება ვერ კონტროლდება, მოსახლეობა დისტანციას არ იცავს და ერთადერთი გამოსავალი რჩება, რაც ბაზრის დაკეტვას გულისხმობს. ალექსანდრე მოწერელია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "სამწუხარო რეალობა გვქვს, მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ როგორც მოსახლეობის ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წამოუდგენელია ის რაც ზუგდიდის ბაზარი დღეს მოხდა, მიხედეავად პოლიციის და მუნიციპალიტეტის მობილიზების შეიქმნა უმართავი პროცესი.ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ. პოლიცია იმოქმედებს კომპომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე." საპატრულო პოლიციამ უკვე ერთი ოჯახი 6000 ლარით დააჯარიმა. ბაზრის წინა კართან მოხდა დედა-შვილის დაჯარიმება 3000 ლარით. დაჯარიმებული მოქალაქის თქმით მას და მის შვილს ჯარიმა მხოლოდ იმიტომ გამოუწერეს, რომ იკითხა, მუშაობდა თუ არა ბაზარი.
#ზუგდიდი
#ბაზარი
#დაკეტვა
#სამეგრელოზემოსვანეთი
#რწმუნებული
#განცხადება
#ჯარიმა
#zugdididaily
0