http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141761
ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე და ერთერთი ყველაზე რთულად სამართავი დაავადება ექიმისთვის - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თV პირველის ეთერში განაცხადა.
, , მე, როგორც მკურნალი ექიმი, ერთ რამეს დავამატებ. ეს დაავადება უფრო მძიმედ სამკურნალოც აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. არ არსებობს მისი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები, მაგრამ არსებობს რიგი მედიკამენტისა, რომლებსაც საქართველოშიც წარმატებით ვიყენებთ. ისინი ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალურობის შემთხვევებს. რაც მთავარია, არსებობს სიმპტომური და დამხმარე თერაპია და ამ სიმპტომური და დამხმარე თერაპიის გამოყენებამ სწორედ გადაარჩინა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს უფრო რთული გასაკეთებელი გამოდგა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე და ერთერთი ყველაზე რთულად სამართავი დაავადება ექიმისთვის", - განაცხადა ცერცვაძემ.