3 votes
comments
shares
Save
ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შეასწორეს და რიცხვი თითქმის 40%-ით გაიზარდა
51 reads
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141774

ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შეასწორეს, რის შედეგადაც ქალაქ ვუჰანში გარდაცვლილთა რიცხვს 1,290 ახალი შემთხვევა დაემატა.

შესწორების შემდეგ მთლიანად ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 40%-ით გაიზარდა და 4,636-ს მიაღწია. უმეტესობა ჰუბეის პროვინციაშია დაფიქსირებული, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს. გარდა ამისა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ უკვე დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალეს. თუმცა, მონაცემების მსგავსი შესწორება მათ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზეც შეიტანეს, როდესაც დიაგნოსტიკის მეთოდის ცვლილების შემდეგ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 15,000-ით გაიზარდა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
3
Write a comment