6 წესი, რომელიც ფრენისას უნდა დავიცვათ

Tbilisi Daily

ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა. რეკომენდაციებში საუბარია წესებზე, რომლებიც მგზავრებმა ფრენის დროს უნდა დაიცვან. გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს: გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით და ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი. ბორტზე შესასრულებელი რეკომენდაციები: მინიმუმამდე მცირდება მომსახურება, ბორტზე იკრძალება პროდუქტის გაყიდვა. ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალული იქნება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენება წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვები.