ევროკავშირი Gilead-ისგან 74 მილიონი დოლარის რემდესივირს შეისყიდის

Tbilisi Daily

ევროკავშირმა პრეპარატ „რემდესივირის“ შეძენის მიზნით კომპანია Gilead -თან შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების ღირებულება 74 მილიონ დოლარს შეადგენს და 30 000 პაციენტის მკურნალობისთვისაა გათვლილი. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მედიკამენტის აღნიშნულ პარტიას მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოიყენებენ. „კომისია დაუღალავად მუშაობდა Gilead-თან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო Covid-19–ის წინააღმდეგ პრეპარატის მარაგი“, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა. 3 ივლისს ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა. 2 მაისს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის ნებართვა გასცა. 29 აპრილს კომპანია Gilead Sciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან გაწერეს ორი კვირის განმავლობაში. #ჯანსაღიცხოვრება #ახალიამბები