„ქართული ოცნების" ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

„ქართული ოცნების" ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საერთო ჯამში ვირუსზე, ოფისში მომუშავე 100-მდე ადამიანი გაიტესტა. ცნობისთვის, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მმართველი პარტიის ოფისში მომუშავე 3 ადამიანს და მათთან კონტაქტში მყოფ სამ პირს ჰქონდა დადასტურებული.