კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულებს 1 მილიონით დაეხმარა

Tbilisi Daily

ცნობილმა ამერიკელემა ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა "სრულიად სომხეთა ფონდ აისტანს", რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დახმარებას ეწევა, 1 მილიონი დოლარი შესწირა. მანამდე კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას მოუწოდა შეერთებოდნენ აქციას "ჩვენ, ჩვენი საზღვრები: ყველაფერი არცახისთვის". სომხური წარმოშობის ამერიკელმა ტელეწამყვანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხალხს მოუწოდა სომხეთისა და ყარაბაღის დასახმარებლად თანხა შეეგროვებინათ. საქველმოქმედო ფონდმა თანხის შეგროვება მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან - 27 სექტებრიდან დაიწყო. #ყარაბაღი #კარდაშიანი #ქველმოქმედება