ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქი COVID-19-ის აფეთქების გამო სრულად ჩაიკეტა

Tbilisi Daily

ჩინეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის აფეთქების გამო, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქი დუნინი, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს, სრულად ჩაკეტა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ დუნინის მაცხოვრებლებს ეკრძალებათ ქალაქიდან გასვლა, ხოლო არარეზიდენტ პირებს - ქალაქში შესვლა. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და მაცხოვრებლებს ეკრძალებათ პირადი მანქანებით გადაადგილება. ქალაქის ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტს პერსონალის სრული ტესტირება დაევალა. ოფიციალური ჩინეთის მონაცემებით, მთელ პროვინციაში მხოლოდ ხუთი ადამიანია ინფიცირებული.