ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

Tbilisi Daily

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. „ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.