დროა გავიგოთ, მართლა არსებობს თუ არა ფარული გვირაბი გეგუთის ციხეში

Kutaisi Daily

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ გეგუთში, რესტორანთან მდებარე ძველ კოშკში საიდუმლო გვირაბის არსებობაზე საუბრობენ გეგუთის მაცხოვრებლები. მათ სწამთ, რომ კოშკში საიდუმლო გვირაბია, რომელიც გეგუთის სასახლესა და ვარციხეს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, მტრის შემოსევის დროს ამ კოშკში ცეცხლს ანთებდნენ და კოშკიდან საიდუმლო გვირაბის ფარული გასასვლელებით სარგებლობდნენ. ისტორიკოსები ამ ფაქტს უარყოფენ.. მათი თქმით, ისტორიულ წყაროებში მსგავსი ფარული გვირაბის არსებობა არ დასტურდება. ეს უბრალოდ სათვალთვალო კოშკია, რომელიც გვიან ფეოდალურ ხანებში აშენდა. ლეგენდა ფარულიგვირაბი kutaisidaily