მთიანი ყარაბაღის რეგიონი - პირველი რაიონის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს
Interworld
მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებით მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად ერთ-ერთი პირველი ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკას უნდა დაუბრუნდეს, არის ქელბაჯარის რაიონი.
ამასთან, უკვე კვირას, ა.წ. 15 ნოემბერს ოფიციალური ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ ზემოხსენებული რაიონის გადაცემის პროცესი 10 დღის დაგვიანებით დასრულდება გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სრულად გამოყვანა.
ამის პარალელურად, რუსი სამშვიდობოები უკვე განლაგდნენ ქელბაჯარის რაიონში და ისინი ამ ტერიტორიაზე არსებული სომხური სამონასტრო კომპლექსის - დადივანკის დაცვას უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე არაფერია ნათქვამი სამმხრივ ხელშეკრულებაში, მაგრამ როგორც ცნობილია გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნა მიღებული, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ ქრისტიანული ძეგლების მომავალთან დაკავშირებით წარმოშობილი შეშფოთების გამო.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld