ბსუ - ს სტუდენტები პეტიციას ავრცელებენ

Batumi Daily

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ასლან ბაკურიძე პეტიციას ავრცელებს. პეტიციაში საუბარია იმაზე, რომ რადგან პანდემიიდან გამომდინარე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდება, უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადის შემცირებაზე უნდა იფიქროს. პეტიციას ამ დროისთვის ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. „უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის განათლების მიწოდებას, რაც სააუდიტორიო სივრცეში სწავლით მიიღწევა. სტუდენტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი სწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო და სხვა საშუალებები, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული (2.5.მუხლის ,,გ” პუნქტი). ამდენად, მოვითხოვთ ხელშეკრულების არსებითი პირობის გადახედვას. კერძოდ, სტუდენტთა სწავლის საფასურის შემცირებას უნივერსიტეტის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის პროპორციულად!!!“ – ნათქვამია პეტიციაში. ასლან ბაკურიძის თქმით, პეტიციას ხელი 1 400 - მა სტუდენტმა მოაწერა. ბსუ-ს ადმინისტრაციის თქმით, ისინი ითვალისწინებდნენ პანდემიიდან გამომდინარე კრიზისებს, ამიტომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს. ასლან ბაკურიძე ამის საპასუხოდ ამბობს, რომ ინდივიდუალური გრაფიკი ამ შემთხვევაში სტუდენტისთვის შეღავათი არ არის. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში