მომდევნო ორი დღე მზიანი იქნება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.