სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქი ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს
Mediamall
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ ესწრება. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებიან. მრველს ქადაგებით არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიმართავს.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ პატრიარქი წირვას სამშაბათს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს.
რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ისინი ელოდებიან შესაბამისი მითითებების მიღებას.
#პატრიარქი
#სამება
#აღდგომა
#ხარება
#საქართველო