სტამბოლში, საპროტესტო აქციაზე 29 ადამიანი დააკავეს

Tbilisi Daily

სტამბოლში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აშშ-ში დემონსტრაციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლიციის მხრიდან ძალადობა დაგმეს. მიტინგი პოლიციამ დაშალა, დაკავებულია 29 ადამიანი. როგორც სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, სტამბოლში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინაააღმდეგ ძალა მას შემდეგ გამოიყენს, რაც 50-მა აქტივისტმა პოლიციის მოწოდება არ შეასრულა და არ დაიშალა. „ასოშიეთედ პრესი“ წერს, რომ თურქი აქტივისტების ნაწილს მიენაპოლისში, პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის სურათები ეჭირა ხელში.