ცოტა რამ ხელოვნების შესახებ

0
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში. იოლია, უბრალოდ ითქვას: ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია ლოგკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, თუ რა უდევს საფუძვლად თითოეულ მათგანს. ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის ინტელექტს ამაღლებს, აძლიერებს, სულიერად ასაზრდოვებს.ხელოვნება ცხოვრების განუყოფლი ნაწილია.
#art
Tbilisi
0