გორისა და ატენის ეპარქიის ტაძრების უმრავლესობაში სააღდგომო ლიტურგია არ ჩატარდება

0
გორისა და ატენის ეპარქიაში სოფლებში არსებულ ტაძართა უმრავლესობაში ღამის მსახურება არ ჩატარდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ეს გორში მდებარე 4 ტაძარსაც შეეხება. კვირას, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, იქ დილით სააღდგომო წირვა ჩატადება. დილასვე მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებაც. მრევლს დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების დაცვით მისი სახლში წაღების საშუალება ექნება. რაც შეეხება გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ჩატარდება თუ არა ლიტურგია. ამაზე ეპარქიაში ამ დრომდე მსჯელობენ.
0