Google pixel 4 , pixel 4 XL

0
ახალი "პიქსელების" ეკრანი დამზადებულია OLED ტექნოლოგიით. Pixel 4-ის დიაგონალი 14.5 სანტიმეტრამდეა, Pixel 4 XL-ის დიაგონალი კი 16 სანტიმეტრია. მობილური აღჭურვილია Snapdragon 855 პროცესორით, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და ასევე შესაძლებელია 64 ან 128 გიგაბაიტინია მეხსიერების ბარათის დამატება. Googleʼs Most Helpful Phone | Pixel 4 თითის ანაბეჭდის სენსორის ნაცვლად, ამ მოდელის მობილურებში სახის ამოცნობის სისტემა გამოჩნდა. Google-ი ირწმუნება, რომ Pixel 4 ბაზარზე სახის ყველაზე სწრაფად ამომცნობი მობილურია. როგორც The Verge-ი აღნიშნავს, ტელეფონს ბლოკირებული ეკრანი ფაქტობრივად არ აქვს: როგორც კი მობილურს მომხმარებელი ხელში აიღებს, ის სახის ამოცნობას იწყებს და უშვებს იმ აპლიკაციას, რომელიც ეკრანის დაბლოკვამდე იყო ჩართული. Pixel 4-ს და Pixel 4 XL-ს ორი უკანა კამერა აქვს: 16 მეგაპიქსელზე დაფუძნებული კამერა და 12 მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივის კამერა. ტელეფონებში გაუმჯობესებულია პორტრეტისა და ღამის გადაღების რეჟიმი: თუ კამერას შტატივზე 4 წუთის განმავლობაში გააჩერებთ, ვარსკვლავებიანი ცის მკვეთრი სურათის გადაღებას შეძლებთ. ახალ Pixel-ებში ნამდვილი პატარა რადარებია. ტექნოლოგია, რომელსაც Google-მა Motion Sense-ი უწოდა, ცნობს და შიფრავს ჟესტებს, რომლითაც მაგალითად შეგიძლიათ გამორთოთ მაღვიძარა ან დაუწიოთ მუსიკის ხმას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩიპის დახმარებით ტელეფონი "ხედავს" როდესაც მისი მფლობელი ახლოს არის. თუ ახლოს არავინ არის, ეკრანი გამორთულია, მიახლობას კი მობილური "ამჩნევს" და სწრაფადვე ააქტიურებს სახით განბლოკვის ფუნქციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ტელეფონის მიერ ავტომატურ რეჟიმში ბგერების ტექსტებად გადაქცევა და ამას რეალურ დროში აკეთებს. საკვანძო სიტყვების საშუალებით შესაძლებელია ჩანაწერში საჭირო ფრაგმენტების მოძებნა, რომლებიც შემდეგ სპექტოგრამაზე გამოჩნდება. Pixel 4 და Pixel XL სამ ფერშია ხელმისაწვდომი: შავი, თეთრი და ნარინჯისფერი.
#news
#opinion
#photo
0