ამერიკული კუთხე აშშ-ს უნივერსიტეტებში ჩასარიცხ საინფორმაციო ვებინარს გამართავს

0
ბათუმის ამერიკული კუთხე 21 და 23 აპრილს ორ ვებინარს ჩაატარებს ახალგაზრდებისთვის, ვისაც ამერიკაში სწავლის გაგრძელება სურთ. ამის შესახებ ამერიკული კუთხის ფეისბუქ-გვერდზე ინფორმაცია განთავსდა. "ამერიკული საგანმანათლებლო ქსელი EducationUSA და ბათუმის ამერიკული კუთხე გთავაზობთ ონლაინ სესიებს ამერიკული განათლების კონსულტანტ დალი ხომერიკთან იმაზე თუ როგორ აიხდინო ამერიკული ოცნება". ტრენინგებს დალი ხომერიკი ჩაატარებს. 21 აპრილს ონლაინ-შეხვედრა შეეხება ამერიკაში სწავლისთვის მომზადების ვადასა და სფეციფიკას, ხოლო 23 აპრილს განიხილავენ დაფინანსების შესაძლო წყაროებსა და სტიპენდიებს. ორივე ტრენინგი საღამოს 6 საათზე ჩატარდება. დასასწრებად, წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. მსურველები უნდა გადავიდნენ American Corner Batumi-ს ფეისბუქ-გვერდზე და მითითებულ ლინკზე დარეგისტრირდნენ.
#Stayhome
#EdUSAathome
#AmCornerBatumi
#BatumiDaily
0