ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი განახლდა

0
ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროდ ითვლება. ქვეყანა დღემდე აკეთებს განცხადებას ვირუსით გარდაცვლილთა განახლებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ მოხდა გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკური ვერიფიკაცია, რაც უკვე დიდი ხანია პრაქტიკაში აქვს მსოფლიოს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემები განაახლდა და ახლა ეს რიცხვი 2 579-ის ნაცვლად 3 869 წარმოადგენს. სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩინეთის მხრიდან ფაქტების დამალვის შემთხვევა გამორიცხულია. მათივე ინფორმაციით განახლებული მონაცემები საავადმყოფოებში გარდაცვლილი პაციენტების გარდა აღირიცხა ადამიანები , რომლებმაც საავადმყოფოები დატოვეს ან საერთოდ ვერ მოხვდნენ იქ და სახლში დაიღუპნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ დასდო ბრალი ჩინეთს ფაქტების დამალვაში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის გამოძიებ. ჩინეთში უკვე ასზე მეტი კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წყარო - routers.com
#china
#usa
#coronavirus
#covid19
0