გაეცანი, გადაეცი და გაავრცელე – აუცილებელი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

0
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება აიკრძალა. გაეცანით მთავარ შეზღუდვებს, რათა თქვენდა უნებურად არ გახდეთ სამართალდამრღვევი და არ დაგეკისროთ სოლიდური ჯარიმა. ⛔️ იკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ? გარდა მოტოციკლის, მოპედის და ველოსიპედისა ? ? ? შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც ? ? სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია. თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად). თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება. ? ? მთელი ქვეყნის მასშტაბით: იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა ⚠️⚠️⚠️ ? აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას. ⚰️ ???პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.). ? სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია. ???სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით. რაც შეეხება იმ წესებს, როგორ უნდა მოიპოვოს მოქალაქემ საშვი მანქანით გადაადგილებისთვის, მთავრობა განმარტავს: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო). ?თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობა უნდა დარეკოთ ? ? ცხელ ხაზზე – 144. თუ მოქალაქე ეწევა დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობას სამსახურამდე მისი გადაადგილება და პირიქით უნდა უზრუნველყოფს დამსაქმებელმა. ? ასევე, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მოქალაქეს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება და შეუძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?დადგენილების მიხედვით, ასეთი რამ აკრძალულია.
0