მარტივად მოსამზადებელი პასკის 2 რეცეპტი

0
აღდგომა პასკის და დიასახლისი ცომში ამოსვრილი ხელების გარეშე რთული წარმოსადგენია, თუმცა ის მარტივად მოსამზადებელი ნამდვილად არაა. დიასახლისებიც ცხობის პროცესში უამრავ შეცდომას უშვებენ. ამ ბლოგში შევეცდები, მარტივი რეცეპტები გაგიზიაროთ და პასკის ცხობის საიდუმლოებები გაგანდოთ. რეცეპტი
#1
ინგრედიენტები: 4 ჭიქა ფქვილი 3 კვერცხი 100 გ კარაქი ან მარგარინი 1 ჭიქა შაქარი 1 ჭიქა რძე 50 გ საფუარი ქაღალდის ფორმები თბილ რძეში გახსენით საუფარი. დაახალეთ კვერცი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი და დანარჩენი ინგრედიენტები. ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე და არ დაელოდოთ ამოფუებას. მაშინვე გადაიტანეთ ქაღალდის ფორმებში. 3-4 საათი დააყოვნეთ და გამოაცხვეთ 170-180˚C-ზე, 40 წუთიდან 1 საათამდე . რეცეპტი
#2
ინგრედიენტები: 3 კვერცხი 300 გ ფქვილი 300 გ შაქარი 150 გ ნაღების კარაქი 16 გ გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი 1 ს/კ ქიშმიში 2 ს/კ გამხმარი ალუბალი კურკების გარეშე ათქვიფეთ 3 კვერცხი და შაქარი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა. დაამატეთ ვანილი. ნელ-ნელა ამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში და ალუბალი, მასა გადაიტანეთ ქაღალდის ფორმებში . 30-40 წუთის განმავლობაში 180°С-მდე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ.
#აღდგომა
#პასკისრეცეპტი
#KUTAISIDAILY
0