ორი მარინე – ისინი დღეს ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან

0
https://primetime.ge/ori-marine-isini-dghes-frontis-tsina-khazze-ibrdzvian/ ცნობილმა მხატვარმა ზურაბ გომელაურმა მადლიერების ნიშნად კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს ნახატები გაუგზავნა, რომელიც მათ „პოსტ ტვ“-ის გადამღებმა ჯგუფმა გადასცა. დასაჩუქრებულებს შორის აღმოჩნდნენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ამავე საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე. მარინა ეზუგბაია, ექიმი: „ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის. იმ ყველა სიკეთისთვის, რითიც თქვენ შეგვაძლებინეთ, რომ ამ სირთულეებს გავმკლავებოდით. მარინა ენდელაძე, ექიმი: „უღმრესი მადლობა. ჩვენ ერთად ვართ. ერთ ფრონტზე ვიბრძვით, ოღონდ სხვადასხვა კუთხით“. მარინა ეზუგბაიამ მთელი შეგნებული ცხოვრება პროფესიას მიუძღვნა. 36 წელია ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. 64 წლის არის, დღე-ღამის განმავლობაში 3-4 საათი სძინავს. მომავალი პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. დედა, წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ აქ არის. ყაზბეგის (წარსულში – პავლოვი) გამზირზე მდებარე ეს საავადმყოფო მისი მეორე სახლი გახდა. უკვე დიდი ხანია სამსახურს სახლად მიიჩნევს მარინა ენდელაძეც. „ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ. იყო დღე­ე­ბი სა­ერ­თოდ ვერ მივ­დი­ოდით სახ­ლში… წუ­ხელ პირ­ვე­ლად ადრე წა­ვე­დი – ღა­მის 2 სა­ათ­ზე“, – განაცხადა ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ „მთავარ არხთან“ საუბრისას, რა დროსაც ის პირად ტრაგედიასაც შეეხო. „ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს – შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი. სანამ ასეთ რე­ჟი­მზე გადავიდოდი მანამდე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე. ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს, მათგან ყო­ველ­დღე ვყიდულობდი გვრიგვინს. რამდენიმე დღის წინ გამ­ყიდ­ვე­ლმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მაგრამ ამასთანავე სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი იყო.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ. ინფექციონისტს ერთადერთი შვილი 2017 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა. ირაკ­ლი ძიმის­ტა­რაშ­ვი­ლი იურისტი გახლდათ. ის ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი საჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.
0