"თავისუფალი მედია ჩამომხობის პირასაა...ეს არის ჩეკისტური ტერორი" – ლევან სუთიძე

0
თავისუფალი მედია ჩამომხობის პირასაა. ჟურნალისტებს აიძულებენ გათქვან წყარო, იმისთვის, რომ ივანიშვილების ოჯახის რისხვა დაკმაყოფილდეს – წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" ჟურნალისტი და რედაქტორი ლევან სუთიძე. "თავისუფალი მედია ჩამომხობის პირასაა. ჟურნალისტებს აიძულებენ გათქვან წყარო, იმისთვის, რომ ივანიშვილების ოჯახის რისხვა დაკმაყოფილდეს. ეს არის კატასტროფა ჩვენი თავისუფლებისთვის, კეთილდღეობისთვის, ყველაფრისთვის. აღარ უნდა გვქონდეს იმედი, რომ გავიგებთ დანაშაულებებს, რადგან პოტენციურ წყაროებს სულ ექნებათ შიში, რომ მათ გათქვამენ. ჯოჯოხეთისკენ მივექანებით და ეს სულმდაბალი საზიზღრობა უმტკივნეულესად უნდა ზღოს პირადად ივანიშვილმა. ეს არის ჩეკისტური ტერორი." – წერს ლევან სუთიძე. სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს. „TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
0