ფილტვების ანთების 6 ნიშანი

0
პნევმონია (ფილტვების ანთება) არის საკმაოდ საშიში დაავადება, რომლის გამომწვევ მიზეზადაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები გვევლინება, ის შეიძლება განვითარდეს, როგორც გრიპის გართულება. პნევმონიის რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები: თამბაქოს მოწევა ახლო წარსულში გადატანილი გრიპი სასუნთქი გზების დაავადებები: ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბრონქოექტაზია... ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ყოფნა. ყლაპვის გაძნელება ხველის გაძნელება( ხშირად ხდება ინსულტის გამო) პნევმონიის სიმპტომები მერყეობს მსუბუქიდან ძალიან მძიმე ფორმებამდე. ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის რომ დასნებოვნების ხარისხი დამოკიდებულია ბაქტერიების თუ ვირუსების რაოდენობაზე რომელიც შეიჭრა ორგანიზმში, თქვენს ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. სიმპტომებს მიეკუთვნება : 1. პროდუქტიული ხველა(ნახველს აქვს მომწვანო-მოყვითალო შეფერილობა, შეიძლება შესამჩნევი იყოს სისხლიც) 2. ახასიათებს ოფლიანობა, ხშირია შემცივნების შეგრძნებები(ვირუსულისგან განსხვავებით, ბაქტერიულ პნევმონიას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა) 3. სუნთქვა ხშირი და ზედაპირულია 4. მწვავე, მჭვალავი ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში 5. მადის დაქვეითება, დაღლილობა 6. გულისრევა
0