ტრამპი შეერთებული შტატების ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას იწყებს

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, 16 აპრილს ცალკეული შტატებისთვის განკუთვნილი ახალი სამოქმედო დოკუმენტი წარუდგინა საზოგადოებას. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრულია 3 საფეხურიანი მიდგომა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, შტატების ეკონომიკის ხელახალ აღორძინებას გულისხმობს. რეკომენდაციების მიხედვით, თითოეულმა შტატმა, პირველ რიგში კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დაღმავალი ნიშნული უნდა დააფიქსიროს და მხოლოდ მას მერე დაიწყოს სამოქმედო დოკუმენტის განხორციელება იმ ბიზნეს-სექტორის მიმართ, რომელიც პანდემიურმა მდგომარეობამ სრულად გააჩერა. „ყველა სფეროს ერთიანად არ ვხსნით, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, ცალკეულად“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას. სახელმძღვანელო დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს და არა მითითებებს შტატების გუბერნატორებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, სანამ რეკომენდაციების განხორციელება დაიწყება, მანამ უნდა მოხდეს ე.წ. მასობრივი ტესტირების პროგრამის უზრუნველყოფა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემოწმებას ანტისხეულებზე. გარდა ამისა, თითოეულ შტატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პირობები კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირების სკრინინგისა და ტესტირებისთვის. ასევე, ინფიცირებულის კონტაქტების დადგენის შესაძლებლობები. ხოლო სამედიცინო დაწესებულებებს უნდა გააჩნდეთ უნარი სრულად იყვნენ უზრუნველყოფილები, ვირუსისგან დამცავი საშუალებებით და შეძლონ ინფიცირების მაღალი სიჩქარეების გამკლავება. სახელმძღვანელო დოკუმენტში მითითებულია, რომ ეკონომიკის ხელახლა ამუშავებამდე აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული 10-ზე მეტი ადამიანის ერთად თავშეყრის პრევენცია, ან სხვა შემთხვევაში მიღებული იქნას მათი ერთმანეთისგან დისტანცირების პრაქტიკული ზომები. პირველ ეტაპზე სკოლების გახსნა არ მოხდება, მაგრამ შესაძლებელია კინოთეატრების, რესტორნების, სტადიონების და ტაძრების გახსნა, სადაც მკაცრად უნდა იქნას დაცული ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლები. საავადმყოფოები, რომლებიც ვირუსით განსაკუთრებით დაზარალდნენ, განაახლებენ ამბულატორიულ, შერჩევით ოპერაციებს. აგრეთვე გაიხსნება სპორტული დარბაზები. ეს ყველაფერი დისტანცირების მოთხოვნების შესაბამისად. რაც შეეხება ბარებს (გასაღობ ადგილებს), ისინი კვლავ დახურული იქნება. მეორე ეტაპზე, ისეთ რეგიონებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები იკლებს და ხელმეორედ ზრდის პოტენციალი გამორიცხულია, კვლავ გათვალისწინებული იქნება სოციალური დისტანცირება და ამავდროულად 50-ზე მეტი ადამიანის ერთად თავშეყრის აკრძალვა. განახლდება სატრანსპორტო (არა აუცილებელი) მგზავრობები, გაიხსნება სკოლები და ახალგაზრდული ბანაკები, ხოლო ბარები და სხვა გასართობი ადგილები გაიხსნებიან იმ შემთხვევაში თუ ისინი უზრუნველყოფენ კლიენტთა დისტანცირების უზრუნველყოფას. დამატებით, უფრო ფართო რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას კლინიკები, რომლებიც გეგმიურ ოპერაციებს ჩაატარებენ. ეს უკანასკნელი აუცილებელია ჰოსპიტალებისთვის შემოსავლების მისაღებად. მესამე ეტაპი მოიცავს სამუშაო ადგილების უკვე შეუზღუდავ კომპლექტაციას (ყოველგვარი დისტანცირების გარეშე), მაგრამ მთავარი მოთხოვნა იქნება ჰიგიენის ნორმების უმკაცრესი დაცვა, მეტი სივრცის გამოყოფა დასაქმებულებისთვის, რათა არ მოხდეს ვირუსის ასიმპტომური გავრცელება. მსგავსი მიდგომით, პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის ეკონომიკის წახალისებას გეგმავს, რადგან კორონავირუსულმა პანდემიამ მილიონობით ამერიკელი დატოვა უმუშევრად. უკვე 20-მა მლნ-მა ადამიანმა განაცხადა ოფიციალურად, უმუშევრად დარჩენის თაობაზე. წყარო: "Trump unveils three-stage process for states to end coronavirus shutdown" (16.04.2020), Reuters
#coronavirus
#economy
#crisis
#USA
#Trump
#headline
0