შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ ონლაინ ვაჭრობაზე მომუშავე კომპანიების მონიტორინგს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141832 შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ ონლაინ ვაჭრობაზე მომუშავე კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „როგორც არაერთხელ ითქვა, პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, მიენიჭება იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ონლაინ ვაჭრობით ან უნდა გადაეწყონ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობაზე მომუშავე კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო სწრაფად, ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა ექნებათ“, -აცხადებს ნათია თურნავა.
0