ექიმები გამოჰყავთ და ლამის წყევლა დააწყებინეს ზოგიერთებს, რაღაც კუბოებიო იძახიან, ხალხს კიდე ეგ უნდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141839 გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის მეუფე იოანეს განცხადებით, ხელისუფლებას აღდგომის ღამეს გამონაკლისი უნდა დაეშვა, შეზღუდვები უნდა მოეხსნა და მრევლისთვის ტაძარში თავისუფლად მისვლის საშუალება უნდა მიეცათ. ამის შესახებ მეუფე იოანემ რუსთავი 2 -თან საუბრისას განაცხადა. მეუფე იოანეს თქმით, მისთვის გაუგებარია, ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრის მიზანი. "თუ აპირებენ ეკლესიების ჩაკეტვას და არავის არ შეშვებას - არ ვიცი. ექიმები გამოჰყავთ და ლამის წყევლა დააწყებინეს ზოგიერთებს, რაღაც კუბოებიო იძახიან. ხალხს კიდე ეგ უნდა? რამდენი შეხვედრა უნდა გაიმართოს? უნდა მოხსნილიყო ეს კომენდანტის საათი აღდგომის ღამისთევაზე, რომ ხალხი მისულიყო თავისუფლად. რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლება ვინც იქნება, ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, “ - განაცხადა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა მეუფე იოანემ (შომახია).
0