რა წარმოადგენს ტეტანუსის გამომწვევს?

0
ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, მას ტეტანუსის ჩხირი იწვევს(Clostridium tetani). ტეტანუსის ჩხირი ორგანიზმში ხვდება კანის დაზიანებული არეებიდან. განსაკუთრებით მაღალია საფრთხე შემდეგ შემთხვევებში: 1. როცა აღინიშნება ჭრილობის დაბინძურება ტალახით, ფეკალიებით, მიწით, ნერწყვით. 2. დამწვრობა 3. ჭრილობა ნემსის ან ლურსმნის შერჭობით 4. ავტოსაგზაო შემთხვევა 5. იშვიათად, თუმცა არის შემთხვევები რომ ტეტანუსს მწერის ნაკბენი იწვევს, ასევეა მოტეხილობებიც ტეტანუსს  უმძიმესი სიმპტომატიკა ახასიათებს და შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს. ტეტანუსის სიმპტომებია: 1. ტრიზმი (ყბის სპაზმი, კრიჭის შეკვრა) 2. კუნთების უნებლიე შეკუმშვები, განსაკუთრებით ზურგის კუნთების 3. მთელი სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა) 4. გაძნელებულია ყლაპვა 5. ახასიათებს ცხელება და ოფლიანობა 6. მომატებულია წნევა და გულისცემის სიხშირე 7. დამახასიათებელია სარდონიკული ღიმილი ტეტანუსი მოითხოვს  გადაუდებელ სამედიცინო  დახმარებას 1. ჰოსპიტალიზაციას 2. ჭრილობის დამუშავებას 3. აუცილებელია დაიწყოს მკურნალობა ანტიტეტანური შრატით და იმუნოგლობულინით 4. უნდა ჩატარდეს მყისიერი ვაქცინაცია 5. მედიკამენტოზუერი კონტროლი კუნთების სპაზმისათვის 6. ანტიბიოტიკებს
0