საუკუნეებია მართლა ჯვარს გვაცვეს

0
რა რჯულის მტერი არ ჰყოლია საქართველოს, რა განსაცდელი არ დაუძლევია, მაგრამ ისეთი მოუშორებელი ჭირი, როგორიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია მგონი არც მოიძებნება , , ქართლის ცხოვრებაში". ჯვარცმის დღეს, მხოლოდ ერთმორწმუნე თუ მიიტაცეებს მიწებს. ასეთი ბოროტი სახელმწოფო მეორე არაა ამ ცისქვეშეთში. უკვე საუკუნეებია მართლა ჯვარს გვაცვეს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს უპრინციპობამ და საუკუპაციო ზონიდან ჩვენი საპოლიციო ძალების გამოყვანამ ოკუპანტები უფრო გაათავხედა. ე.წ. სასაზღვრო ზოლის მაცხოვრებლები სრულიად დაუცველები არიან როგორც გატაცებისგან, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვა-დაკარგვისაგან. ისიც, უნდა ითქვას რომ ჩვენში დაკარგული ტერიტორიების ტკივილი და განცდა განელებულია, გამომდინარე იქიდან რომ მმართველ ხელისუფალთთვის პრიორიტეტი არაა ყოველდღიური ოკუპაცია. ამ წამს გამოვიდა ზურაბიშვილი და დარჩი სახლში მოუწოდა ხალხს, და დღეს გატაცებულ ადამიანებზე და მიტაცებულ ტერიტორიებზე სიტყვაც კი არ უთქვამს.. როგორც მთავარსარდალი პირდაპირ უნდა ჩასულიყო საოკუპაციო ზოლთან და ადგილზე წინ აღუდგომოდა მავთულხლართებს. მაგრამ, არც კი დაუგმია. ამ ყველაფრის მერე მოღობავენ აბა რა ჯანდაბას იზავენ.
0