რა განსხვავებაა ipone 11 pro სა და ipone XS ს შორის

0
მაშ ასე, Apple-ის 2019 წლის სექტემბრის ღონისძიების შემდეგ, გადავწყვიტეთ განახოთ თუ რა განსხვავებებია 2018 წლის iPhone-ებსა და 2019 წლის iPhone 11-ს შორის. როგორც იცით, iPhone Xs-ის ხაზის გაყიდვები Apple-მა ოფიციალურად შეწყვიტა, მაგრამ მიუხედავად ამისა მსოფლიო ბაზარზე ეს მოდელები დიდი ხანი დარჩება და კიდევ ბევრი შეეცდება მისი გადამყიდველისგან შეძენას. მოდი ახლა განვიხილოთ ყველა განსხვავება iPhone 11 Pro-სა და iPhone Xs-ს შორის. 1. ეკრანი რეზოლუციისა და დიაგონალის ზომები ახალ iPhone 11 Pro-ში და 11 Pro Max-ში იგივე დარჩა. იგი განსხვავდება მხოლოდ მატრიცების ხარისხით. შარშან ფლაგმანებში გამოიყენეს Super Retina HD ეკრანი, რამაც გზა გაუხსნა Super Retina XDR-ს. უპირატესობა გამოიხატება გაზრდილ კონტრასტში: iPhone 11 Pro – 2 000 000:1 iPhone Xs – 1 000 000: 1 ასევე, უკეთესი სიკაშკაშე: iPhone 11 Pro – 800 cd / m² iPhone Xs – 625 cd / m² რაც შეეხება 3D Touch-ის გაუქმებას, მას შეიძლება მცირე დაქვეითებაც ვუწოდოთ. ახალ iPhone-ებში 3D შეხების ფუნქცია აღარ არის, ეს iOS 13-ის Beta ვერსიებიდანაც ვიცოდით. 2. პროცესორი ახალმა iPhone-ებმა ტრადიციულად მიიღეს ახალი A13 Bionic პროცესორი, მესამე თაობის Neural Engine-ს სისტემით. მის სინთეზურ ტესტებში შედარებას უკვე გაყიდვების დაწყების შემდეგ ვიხილავთ. პრაქტიკულად, ახალი iPhone-ების გაუმჯობესებული მუშაობა უმეტეს ამოცანებში უხილავი იქნება. რადგან, შარშანდელი iPhone-ებიც უპრობლემოდ უმკლავდებიან სერიოზულ დატვირთვებს. ერთადერთი განსხვავება, რომელიც მოითხოვს პროდუქტიულობის გაზრდას, ვიდეოსთან მუშაობაა. 3. კამერა ყველაზე აშკარა განსხვავება ძველსა და ახალ iPhone-ებს შორის კამერის მოდულშია. მთავარ კამერას აქვს იგივე დიაფრაგმა ƒ/1.8, ტელეობიექტივზე: ƒ/2.0, ხოლო ზეფართოზე: ƒ/2.4. გარდა ოპტიკური სტაბილიზაციისა, გამოჩნდა ავტოკორექტირება და ღამის რეჟიმი. ფაქტობრივად, მაშტაბირება ოთხმაგი გახდა, თუ შევადარებთ მაქსიმალურ მნიშვნელობებს. ტელეობიექტივზე გადართვისას ორმაგი გადიდება ხდება, ხოლო ჩვეულებრივიდან ზეფართოზე გადასვლისას — ორმაგი შემცირება. Flash განათება უფრო კაშკაშა, ხოლო Smart HDR-ის რეჟიმი უფრო ჭკვიანი. გაფართოებული დინამიური დიაპაზონის ვიდეოს გადაღება ახლა უკვე 60 კადრი წამში არის შესაძლებელი, როცა წინამორბედ iPhone-ზე მხოლოდ 30 კადრი წამში შეგვეძლო გადაგვეღო. ვიდეოს გადაღებისას ასევე შესაძლებელია მაშტაბირების 2x-ით გაზრდა და შემცირება. ასევე ახალმა iPhone-მა მიიღო QuickTake-სა და Audio Zoom-ის მხარდაჭერა, რომლის მუშაობასაც მხოლოდ iPhone-ის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ გავიგებთ. წინა კამერას უკვე შეიძლია 4K გადაღება 24, 30 და 60 კადრი წამში, 2018 წლის iPhone-ზე კი 1080p 30 და 60 კადრი წამში იყო. 4. უკაბელო ინტერფეისი ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ძველ iPhone-ს შორის. iPhone 11-ს აქვს Wi-Fi 802.11ax-ის მხარდაჭერა MIMO-ს ტექნოლოგიით. ეს ახალი ტექნოლოგიაა, უზარმაზარი სარეზერვო საშუალებით მომავლისთვის. თოერიულად, ახალი სტანდარტის გამტარობა 6GB წამშია. მუშაობისთვის რა თქმა უნდა სათანადო როუტერია საჭირო. ანალიტიკოსების აზრით, 2020 წელს Wi‑Fi 802.11-ის ტექნოლოგია გაუტოლდება Wi-Fi 802.11ac-ის ტექნოლოგიას. ხოლო 2023 წლისთვის ისინი მთლიანად დაეპატრონებიან ბაზარს. 5. კორპუსი და ზომები გარეგანი შედარებებით, წინა მოდელებთან შედარებით მცირე განსხვავებებია. iPhone 11 Pro: 144 x 71.4 x 8.1 მმ , წონით 188 გ . iPhone XS: 143.6 x 70.9 x 7.7 მმ , წონა 177 გ . iPhone 11 Pro Max: 158 x 77.8 x 8.1 მმ , წონა 226 გ . iPhone XS Max: 157.5 x 77.4 x 7.7 მმ , წონა 208 გ . Apple-ის ოფიციალურ საიტზე არსებულ სპეციფიკაციებში ასევე წერია ყინვაგამძლე მინაზე და უჟანგავ ფოლადზე. წინა მოდელში ყინვაგამძლე მინაზე არაფერი იყო ნახსენები. უკვე ნაცნობ 3 ფერს: ვერცხლისფერს, ოქროსფერს და ნაცრისფერს დაემატა ახალი მუქი მწვანე ფერი. როგორც იცით, 2018 წლის iPhone Xs წყალგამძლე იყო და მისი წყალში გამოყენება 2 მეტრზე — 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი. რაც შეეხება ახალ iPhone 11 Pro-ს, მისი გამოყენება ასევე 30 წუთი, მაგრამ 4 მეტრის სიღრმეში შეიძლება. 6. ავტონომია ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პრეზენტაციაზე სიამაყით განაცხადა, რომ iPhone 11 Pro-ს წინა iPhone-თან შედარებით 4 საათით მეტი დრო შეუძლია იმუშაოს. ხოლო iPhone Xs Max-თან შედარებით 5 საათით მეტი დრო. რაც შეეხება მის ახალ W18 დამტენს, მისი დახმარებით iPhone 11 Pro-ს 50%-მდე დატენვა 30 წუთშია შესაძლებელი. საწყისი ფასი — iPhone 11 Pro – 999$ | მოცულობები 64/256/512 საწყისი ფასი — iPhone 11 Pro Max – 1099$ | მოცულობები 64/256/512
#technology
#tech
#opinion
#photo
0