რა საერთო აქვს ნარუტოსა და შავ კლოვერს ერთმანეთთან?!

0
ბევრი ადარებს შავი კლოვერის და ნარუტოს ერთმანეთს, ამ ორ ანიმეს შორის იგრძნობა დიდი მსგავსება, ორივეს ატმოსფერო თითქმის ერთიდაიგივეა. იგივე შეიძლება ვთქვათ მთავარ პერსონაჟზეც, თუმცა ანტაგონისტები და ვილეინები ბევრის აზრით ამ ორ ანიმეში განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ფანების უმრავლესობა ფიქრობს რომ ნარუტოში ბოროტმოქმედი პერსონაჟები ბევრად უკეთესად არიან დაწერილები და უფრო მკაფიო და საინტერესო მიზნები გააჩნიათ ვიდრე შავ კლოვერში, ამის გარკვეული მიზეზიც არსებობს, თუნდაც შევადაროთ ორივე ანიმეს უდიდესი ბოროტმოქმედი რაც ვიხილეთ. ამშემთხვევაში ესენი არიან ზაგრიდი და მადარა. ორივე მანიპულირებდა სხვებზე და დიდიხნის განმავლობაში გეგმავდნენ რაღაც კონკრეტულს, ორივეს დიდი მოთმინების უნარი გააჩნდა, თუმცა ზაგრედი თავისი გეგმის განსახორციელებლად 500წელი დასჭირდა, ეს ბევრს არაფელს ცვლის, ის ძალიან ცინიკურად უყურებს თავის მოწინაამდეგეს და ნებისმიერს მის ირგვლივ, მადარა ამ შემთხვევაში ბევრად სერიოზულია და პიროვნული თვისებებითაც უკეთესია, მას ბევრად მეტი კარგი და უფრო საინტერესო მხარე გააჩნია ვიდრე ზაგრიდს... ამასთანავე მადარას მიზნები უკეთ არის გამოკვეთილი ვიდრე ნებისმიერი შავი კლოვერის ანტაგონისტის თუ ვილეინის. ნარუტოში მთავარ ანტაგონისტად გვევლინება სასკე, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულება და ოცნება აქვს ნარუტოსთან შედარებით, მისი მისწრაფებები ბევრად სიბნელითაა დაფარული და მთლიანად შურისძიებაზეა მიმართული, მისი პიროვნებაში ღრმად ყოველთვის იმალებოდა სიკეთე და სინათლე, რაც ნელნელა გამოვლინდა. შონენის ჟანრის მთავარ პერსონაჟს ყოველთვის ყავს მოწინააღმდეგე, ანუ ნარუტო და სასკე, შავ კლოვერში ასტას მოწინააღმდეგე იუნოა, ის მას საკუთარ ძმასავით მიიჩნევს და იუნოს მისწრაფებები და ბუნება ასტასას ძალიან ჰგავს და ფაქტიურად ერთიდაიგივეა, მისი ბუნება ბევრად მშვენიერი და ნათელია სასკესგან განსხვავებით, ის კეთილია და უნდა სხვების დახმარება, ფაქტობრივად მას ანტაგონისტად ვერ ჩავთვლით, ის უბრალოდ მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგეა, რომელიც მას ყოველთვის უწყობს ხელს განვითარებაში. იუნოს მიზანი სასკეს მიზანზე ბევრად უკეთესადაა გამოკვეთილი. ის არიცვლის თავის აზრს და მიიწევს მისი ოცნებისკენ. ამ ორი პერსონაჟის შედარება ინი და იანს მაგონებს. მათი პიროვნულობა ჰგავს ერთმანეთს , მაგრამ განსხვავებული მიზნები აქვთ. საბოლოო ჯამში იუნო უკეთესად დაწერილი პერსონჟია ვიდრე სასკე... რაცშეეხება სხვა ვილეინებს. ამ შემთხვევაში ყველანაირად ნარუტოს ვილეინები უკეთესად არიან დაწერილები და უფრო საინტერესო მიზნები და ოცნებები გააჩნიათ, თითოეულ მათგანზე, რომ დავიწყოთ საუბარი ამას ერთი პოსტი ნამდვილად არეყოფა, თუმცა შავი კლოვერიდან უნდა ველოდოთ კიდევ ბევრ რამეს, რადგან მანგა ჯერ ვითარდება და კიდევ შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. მას გააჩნია პოტენციალი რომ ნარუტოსაც აჯობოს... საბოლოოდ დასკვნაში მხოლოდ შემიძლია ვთქვა რომ ნარუტო ამ საკითხში ჯერჯერობით უფრო წინდგას, თუმცა შესაძლებელია შავ კლოვერში მალე გამოჩნდნენ ისეთი ანტაგონისტები და ვილეინები, რომლებიც ერთიანდა შეგვიცვლის აზრს... შავი კლოვერის მანგაკა, იუკი ტაბატა, ყოველთვის მიმართავს და იყენებს მითოლოგიას, რაც საკმაოდ კარგადაა დნაჩვენები მანგაშიც და ანიმეშიც, სწორედ ამ ფაქტის მეშვეობით ვვარაუდობ რომ საკმაოდ საინერესო პერსონაჟების შექმნას შეძლებს.
0