კომპანია “კარფური” ორ ფილიალში ოპერირებას დროებით აჩერებს

0
"კარფურის" ორი ფილიალი 22 აპრილამდე დაიკეტება. მიზეზიად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა სახელდება. , , ძვირფასო მომხმარებლებო, მთავრობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას, კომპანია “კარფურის” ორი ჰიპერმარკეტი, “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” აჩერებს ოპერირებას 22 აპრილამდე. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია. ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო კარფურის ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში, აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ კარფურის თავდადებულ გუნდს, რომლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად უდგას გვერდით არა მარტო კომპანიას, არამედ მთელს ქვეყანას. ასევე, მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია" - ნათქვამია განცხადებაში.
#კარფური
#პანდემია
#გქნცხადება
#tbilisidaily
0