პროტესტს ქუჩაში უბრალო ადამიანები ხატავენ ! | ხელოვნების მიმდინარეობა Street Art

0
ქუჩის ხელოვნების პრეისტორიული წინაპარი გახლავთ გამოქვაბულში დატოვებული ესკიზები, რომლებიც მიმოფანტულია სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ გახლდათ სთრით არტი, არამედ გამოქვაბულ-არტი, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ არ გვქონდა ქუჩები, რომელიც საპროტესტო ციტატებითა და ლოზუნგებით მოიხატებოდა. ჟანრის სამშობლოდ შეერთებული შტატები ითვლება. გრაფიტის მისეული ინტერპრეტაცია პირველად 1930-იან წლებში გაჩნდა და აფერადებდა ქუჩის გადასასვლელებსა და მატარებლის მიდამოებს, თუმცა 1970-იან წლებამდე, ეს ნახატები არც თუ ისე ხშირად გვხვდებოდა. ავტორებს აკვალიფიცირებდნენ როგორც ხულიგანებსა და მარგინალებს და სწორედ ასე ექცეოდნენ მათაც. სწორედ ისინი აფუჭებდნენ პოლიციის "კრიმინალურ სტატისტიკას" ეს ხომ რეალური კრიმინალია ! აბა რა, ქუჩის მოხატვა კრიმინალია !
ტრდიციული ხელოვნებისაგან განსხვავებით, სთრით არტი არ იყო განთავსებული მუზეუმებსა და გალერეებში. მისი ადგილი იყო ხმაურიანი ქალაქის იმ ნაწილში, სადაც პროტესტი სუფევდა. მათი შემოქმედების მთავარი ინსტრუმენტი გახლდათ ფერადი "ბალონები" საღებავით. 1960-იანი წლების დასასრულს, ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა არტისტი, რომელიც Taki 183-ის სახელით იყო ცნობილი. იგი მუშაობდა კურიერად, სწორედ ამიტომ მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრგან გადაადგილდებოდა და აფერადებდა შენობებს. 1971 წელს, მისი შემოქმედების შესახებ სტატია დაიბეჭდა The New York Time-ში, რაც თავისთავად წარმატებას გულისხმობდა.
ნიუ-იორკელი არტისტებისათვის მთავარ "მაგნიტად" იქცა მეტროპოლიტენი. მისი მასიური მოხატვა იმდენად მობეზრდათ ადგილობრივ მმართველებს, რომ ამ არტისტებს გამოუყვეს ცალკეული ადგილები, სადაც ხატვა შეეძლოთ. ამის შემდეგ დაიწყო სარეკლამო შეთავაზებები, შედეგად მათი ნამუშევრებიც იხვეწებოდა. სხვადასხვა წარწერებიდან ისინი მხატვრობაზე გადავიდნენ და ქმნიდნენ მულტფილმის პერსონაჟებს. ტურისტებს ძალიან იზიდავდათ ამ ლოკაციებზე ფოტოების გადაღება, რის გამოც კონკრეტულმა ადგილებმა ტურისტული პოტენციალიც შეიძინეს და საერთაშორისო პოპულარულობა მოიპოვეს. ამაში მათ ჰოლივუდიც დაეხმარა. კინოში ხშირად გამოიყენებოდა გრაფიტი, რომელიც ქალაქის იმპულსებს თავისგვარად გადმოსცემდა.
მოყვარულების გარდა, ამ საქმეში უკვე პროფესიონალებიც ჩაერივნენ. თანამედროვე ხელოვნების გურუებმა თავისი ნახატების პოზიციონირება ქუჩებში დაიწყეს, ახლა კი, მათი შემოქმედება საკმაოდ ძვირად იყიდება. მაგალითად ავიღოთ არტისტი, რომელმაც ქუჩიდან დაიწყო მოღვაწეობა - ჟან-მიშელ ბასკია. იმ პერიოდში ამერიკაში მძვინვარებდა რასიზმი და შავკანიანების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც არაერთხელ აიგდო აბუჩად და სხვადასხვა ქმედებებით აიგდო ბასკიამ.
საფრანგეთის "ბასკია" გახლდათ Blek le Rat, ის იყო პირველი, რომელმაც ტილოს ნაცვლად სახატავად ტრაფარეტი გამოიყენა, ამასთან. მისი ინსპირაცია გახლდათ ქუჩის ვირთხები, რომელსაც ბასკია საკმაოდ ხშირად იყენებდა. ხელოვანი დარწმუნებული იყო რომ ვირთხები არიან ერთადერთი არსებები, რომლებიც ამ ქალაქში რეალურად თავისუფლად ცხოვრობენ.
ვირთხებმა ასევე სხვა ცნობილი არტისტი, ბენქსიც შთააგონეს. მისი წყალობით, სთრით არტი საკმაოდ პოპულარული გახდა ბრიტანეთში. ამდაგვარი ხელოვნება თანაბრად საინტერესოდ აღსაქმელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რადგან იგი საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, რომელიც დღეს ყველგან თანაბრად აქტუალურია. ამერიკელი სთრით-არტის წარმომადგენელი, შეპარდ ფეირი, არ ისაზღვრებოდა სოციალური პრობლემებით, არამედ საზოგადოებას უზიარებდა მისი გადაჭრის გზებს და სწორედ ამიტომ, 2008 წელს, მან მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო კამპანიაში (ობამას მხარდასაჭერად)
ევროპაში სთრით არტმა 80-იანებში იპოვა პოპულარულობა, მაშინ, როდესაც დაეცა ბერლინის კედელი, ხოლო დარჩენილი ნაწილები სთრით-არტისტების საყვარელ ლოკაციად იქცა. ერთ-ერთი პოპულარული გახლავთ ბრეჟნევის კოცნა. დიდ მეგაპოლისებში ცალკეული ექსკურსიებიც ტარდება არტისტების ნამუშევრების დასათვალიერებლად. ჟან-მიშელ ბასკიას ციტატა კი შეიძლება გახდეს სთრით-არტის მთავარი ლოზუნგი “I don`t think about art when I`m working. I try to think about life” (მე არ ვფიქრობ ხელოვნებაზე, როდესაც ვმუშაობ, მე ცხოვრებაზე ვფიქრობ)
0