ზუგდიდში კორონავირუსის პანდემიის დროს მიმდინარე საქველმოქმედო აქციები.

0
ზუგდიდში კორონავირუსის პანდემიის დროს მიმდინარე საქველმოქმედო აქციები. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გამო, მოსახლეობას საკვების შეძენის საშუალება არ აქვს, ამის გამო ზუგდიდში უამრავი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადაეცა. სასურსათო კალათები გადაეცათ : უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, დედ-მამით ობლებს, ასევე მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს. მერიის წარმომადგენლები და ზუგდიდის მოხალისეები ბენეფიციარებს შინ მიუტანენ სასურსათო კალათას, რომელიც ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს. ასევე ზუგდიდის საბავშვო ბაღებში დაიწყო პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ. პროდუქტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელი მიიღებს. ამასთან, TNT ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქცია-გამოწვევას, “გაიღე და დაეხმარე უპოვარს” სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი "თანაზიარი" შეუერთდა."თანაზიარის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ უბანზე დადგმული სოციალური კარადა პირველადი მოხმარების პროდუქტებით შეავსეს.
#ზუგდიდი
#ზუგდიდისმერია
#მუნიციპალიტეტი
#ბენეფიციარი
#საქველმოქმედოაქცია
#სოციალურადდუცველი
#სასურსათოკალათა
#zugdididaily
0