თავის მოვლა თვითიზოლაციაში.ნაწილი1

0
როგორც წინა პოსტში ავღნიშნე ახლა მთავარია
#დავრჩეთსახლში
ამიტომ ვცდილობ გაგიზიაროთ ის ხრიკები თუ რჩევები რომლის შესრულებაც სახლის პირობებში ძალიან მარტივია??❤️ თავის მოვლა თვით იზოლაციაში ?პირველ რიგში სახის პილინგი ( პილინგი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, მისი დახმარებით ვიშორებთ მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან, ამით ვეხმარებით "სუნთქვაში" და კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეწოვაში. ?სახლის პირობებში მარტივად კეთდება პილინგი - ყავის ნალექისგან, რომელიც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. წრიული მოძრაობებით მსუბუქად უნდა წავისვათ მთელს სახეზე. საოცრად არბილებს სახის კანს. ?როგორც ყავის ნალექი ასევე ცნობილი მეთოდია “მჭადის ფქვილი”, რომელიც ალბათ ყველას გამოგვიცდია. ?ძალიან მშრალი აქერცვლადი კანისთვის ძალიან კარგია თუ დუშგელში ავურევთ ყავის ნალექს და 1 ჩ. კ. მარილს. ?ყავის ნალექს რუჯისთვისაც იყენებენ. არის ნიღაბი, რომელიც არბილებს და აახალგაზრდავებს კანს და ასევე მატებს მას მსუბუქ ნამზეურს: 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ყავა, 3 წვეთი კასტორის ზეთი, 1/2 ჭ. რძე - ეს ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ უნდა ავურიოთ, მიღებული მასა წავისვათ სუფთა სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ყავის ნალექში თუ ცოტა შაქარს და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთს ავურევთ, მივიღებთ გადასარევ ტანის სკრაბს, რომელიც ამკვრივებს კანს და ებრძვის ცელულიტს. არაჩვეულებრივია კანისთვის აგრეთვე ზეითუნის ზეთი. ?თმის და კანის დასატენიანებლად შეუცვლელია ქოქოსის კარაქი. ის სავსეა ვიტამინიბით და ხელს უეუობს კანის ღრმა დატენიანებას. მისი გამოყენება შეგვიძლია როგორც ტანზე ასევე თმებზე(დაბანამდე შევიზილოთ და გავიჩეროთ მინ.2სთ) და სახის კანზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ სახის კანზე ხშირი გამოყენება ხელს უწყობს ეგრედწოდებული “ბუსუსების”გაჩენას ამიტომ იშვითადა, მაშინ როცა ჩვენი კაცი გამომშრალია კარგი იქნება მისი გამოყენება.
#beauty
#beautyhacks
#stayathome
#selfcare
#diy
Tbilisi
0