ალექს ფერგიუსონი - ფეხბურთის ფროიდი!

0
საფეხბურთო ისტორიას ბევრი ძლიერი მენეჯერი ახსოვს.ყველას ჰქონდა თავისი გამორჩეული ინდივიდუალური სიძლიერე, ზოგის სიძლიერე სტრატეგია და ტაქტიკა იყო, ზოგის კი ლამაზი, ლაღი თამაში, ზოგიც კი ახალ ტაქტიკებს ჰქმნიდა, რომელმაც ფეხბურთი დღემდე მოიყვანა! თუმცა, სერ ალექს ფერგიუსონი სულ სხვა ფენომენია, რადგან მას არ ჰქონდა გასაოცარი სტრატეგიები, არც საუცხოო ტაქტიკით გამოირჩეოდა, თუმცა მას ფეხბურთში ყველა იცნობდა და პატივს სცემდა.მაშ რაში იყო ამ მწვრთნელის მთავარი უპირატესობა! ?ერთი ნაბიჯი კრახამდე - იმის შემდეგ, რაც გუნდიდან რონ ატკინსონი წავიდა, გუნდი ფერგიმ ჩაიბარა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში.მანჩესტერში მისვლის შემდეგ ფერგიუსონი ყოველდღიურად, ყოველწუთიერად და დეტალურად ცვლიდა გუნდს. მთავარი სიახლე, რაც მან შემოიტანა, ახალგაზრდების მომზადების სისტემის შეცვლა იყო, რამაც რამდენიმე წლის შემდეგ უზარმაზარი დივიდენდები მოუტანა გუნდს, და კიდევ ერთი, "ოლდ ტრაფორდზე" სასმელის დალევა აკრძალა, რის გამოც იქამდე ტრიბუნების უსაყვარლესმა რამდენიმე ფეხბურთელმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. ?აღზევება -1993 წლის სეზონში ძველმა საფეხბურთო ლიგამ დაასრულა თავისი შესანიშნავი ისტორია, პრემიერ ლიგის შექმნა კი მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" და ფერგიუსონის ბატონობის დასაწყისად მიიჩნევა. 1992-93 წლების სეზონის არცთუ სახარბიელო დასაწყისის შემდეგ, ნოემბერს "მანჩესტერი" მოულოდნელი შენაძენით შეხვდა, "ლიდსიდან" "იუნაიტედში" ერიკ კანტონა გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელის ზღაპრული თამაში უკანასკნელი დეტალი აღმოჩნდა ფერგიუსონის მანქანაში, რომელიც ამიერიდან გამარჯვებების გამარჯვებებზე მოპოვებას შეუდგა და საბოლოოდ ამ სეზონშივე მოხდა ის, რასაც გულშემატკივარი 26 წელი ელოდა: "მანიუ" ინგლისის ჩემპიონი გახდა! 1993-94 წლების სეზონში ფერგიუსონი მეორე უმნიშვნელოვანეს შენაძენს აკეთებს და "კრისტალ პალასიდან" იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული თანხის, 3.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გუნდში როი კინი გადმოჰყავს, ამ ნაბიჯმა "იუნაიტედი" საბოლოოდ აქცია ინგლისური ფეხბურთის ლიდერად, რადგან ფერგიუსონის გუნდმა თავისი პირველი "დუბლის" შესრულება შეძლო, გაასწრო "ბლექბერნს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და გაანადგურა "ჩელსი" ინგლისის თასის ფინალში, ანგარიშით 4:0. შემდეგ სეზონში კვლავ "ბლექბერნის" ჯერი დადგა, მათ "წითელ ეშმაკებს" სამაგიერო გადაუხადეს და ფერგიუსონი და კამპანია ტიტულების გარეშე დატოვეს. მაგრამ მანკუნიანელებმა სწარაფად დაივიწყეს წარუმატებლობა და 1996 წელს კიდევ ერთი "დუბლის" გაკეთება შეძლეს, დააკლდათ რა სულ ერთი ნაბიჯი ლიგის თასის მოგებამდე, რაც "დუბლს" "ტრებლათ" აქცევდა. კარგი მენეჯერი ფერგი არასდროს ყოფილა დიდი ტაქტიკოსი, თუმცა იყო უძლიერესი ორატორი და მოტივატორი. როდესაც ფერგის გუნდი პირველ ნახევარში მარცხდებოდა, უკვე ყველამ იცოდა, რომ თამაშის მეორე ნახევარში სულ სხვა მანჩესტერს ვიხილავდით და ზუსტად ეს იყო ხიბლი მისი ფეხბურთის.მან იცოდა, რა ტრანსფერები გაეკეთებინა და ვინ გამოადგებოდა საკუთარ გუნდში.მან იცოდა, როგორ ესაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და როგორ ყოფილიყო მთავარი ვარსკვალვი რონალდუს, ბექემის, რუნის თუ ნისტერლოის ფონზე. ?ფეხბურთის ფროიდი! ფერგის გავლენას განიცდიდა აბსოლუტურად ყველა გუნდი, რომელიც პრემიელ ლიგაში გამოდიოდა.თამაში ფერგის წინააღმდეგ იყო უბრალოდ ფსიქოლოგიური ბრძოლა, რადგან მას ორი წინადადებით შეეძლო საკუთარი ცუდი თამაშის გადაფრავა და მოწინააღმდეგის წარმატების დაჩრდილვა. როდესაც ფერგის ფსიქოლოგიურ გავლენაზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება რაფა ბენიტესი, რომელიც იმ დროს ლივერპულს წვრთნიდა პრესკონფერეციაზე.რაფამ აკანკალებული ხმით და ფურცლით ხელში ჩამოთვალა ყველა ის წაგება, ნაკლი თუ მინუსი, რაც ფერგის და მის გუნდს ჰქონდა თითქოს ეს უნდა ყოფილიყო დაჩრდილვა ფერგის, თუმცა ამან მისი რეპუტაცია ერთი ორად გაზარდა და გაანადგურა რაფა ბენიტეზის იმიჯი, რადგან რაფა პრენსკოფერენციაზე აშკარად წუწუნებდა და შეშინებული საუბრობდა.ფერგის ფსიქოლოგიური თამაში მხოლოდ პრემიელ ლიგაში არ მიდიოდა ეს ხდებოდა მანჩესტერ იუნაიტედშიც. იგი მეგობრობდა ფეხბურთელებთან, თუმცა იჭერდა დისტანციას. თუნდაც, ავიღოთ მაგალითად პატრის ევრა, რომელიც მანჩესტერში ახალგაზრდა, ნიჭიერი, თუმცა თავის თავში იმედდაკარგული ბიჭუნა ჩავიდა. იგი ფერგიმ აქცია მანჩესტერის მუდმივ განაპირა მცველად და თავად ევრაც იხსენებს, თუ როგორ ეხმარებოდა ფერგი ფსიქოლოგიურად. თუმცაღა, იყო ერთი მწვრთნელი, რომელთანაც ფერგის ფსიქოლოგიური მანიპულაციები არ ჭრიდა.ეს მწვრთელი არსენ ვენგერი გახლდათ. უამრავი სპეკულაციისდა მიუხედავად, არსენ ვენგერმა ყველანაირად შეძლო ფერგის სპეკულაციების თავიდან არიდება და საკუთარი სახელის შეულახავად დატოვება პრემიელ ლიგაში! საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ალექს ფერგიუსონი იყო პიროვნება, რომელმაც პროგრესი დაიწყო ფსკერიდან და მიაღწია უმაღლეს ეტაპებს. მან საკუთარი ადგილი დედების დარბაზში უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა და ყველასთვი საკმაოდ საყვარელ მწვრთელად დარჩა!
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0